Belive

"მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ლივერპულმა ფეხბურთელში გადაიხადა" - ფაბრიციო რომანო

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ 2024 წლის 10 საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა და გიორგი მამარდაშვილის შესახებ საქებარი სიტყვებიც არ დაიშურა, მან თქვა, რომ გიორგი მამარდაშვილი ალისონ ბეკერის ფანტასტიკური შემცვლელი იქნება.

"ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის სახით კონტრაქტი სუპერმოთამაშესთან გააფორმა. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ დაუფასებელი ტრანსფერია, რადგან ის მომავალში კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება.

რა თქმა უნდა, ლივერპულს ჰყავს ალისონი, რომელიც კლუბის ბრწყინვალე მეკარე იყო და არის, მაგრამ მათ ერთი თვალი მომავლისკენ აქვთ მიპყრობილი. მამარდაშვილი მისი ფანტასტიკური შემცვლელი იქნება, როცა ამის დრო დადგება.

ჩემი აზრით, მამარდაშვილი ბევრად მეტი ღირს, ვიდრე ლივერპულმა ფეხბურთელში გადაიხადა. ის არის ფეხბურთელი, მისი ფასი მომავალში გაორმაგდება. - ფაბრიციო რომანო - სპორტული ჟურნალისტი

სრულად, 2024 წლის TOP 10 ტრანსფერი:

  1. ჟოაო ნევეში - 59,92 მილიონი ევრო (19 წლის, "ბენფიკა"-დან "პსჟ"-ში)

  2. ვილიან ესტევაო - 34.00 მილიონი ევრო (17 წლის, "პალმეირასი"-დან "ჩელსი"-ში)

  3. გიორგი მამარდაშვილი - 30.00 მილიონი ევრო (23 წლის, "ვალენსია"-დან "ლივერპული"-ში)

  4. სავინიო - 25.00 მილიონი ევრო (20 წლის, "ტროა"-დან "მანჩესტერ სიტი"-ში)

  5. იან მააცენი - 44,50 მილიონი ევრო (22 წლის, "ჩელსი"-დან – "ასტონ ვილა"-ში)

  6. იან კოუტო - იჯარა (22 წლის, "მანჩესტერ სიტი"-დან "დორტმუნდის ბორუსია"-ში)

  7. ნიკო პაზი - 6 მილიონი ევრო (19 წლის, მადრიდის "რეალი"-დან "კომო"-ში)

  8. ნუსაირ მაზრაუი - 15 მილიონი ევრო (26 წლის, მიუნხენის "ბაიერნი"-დან "მანჩესტერ იუნაიტედში")

  9. იასერ ასპრილია - 18.00 მილიონი ევრო (20 წლის, "უოტფორდი"-დან - "ჟირონა"-ში)

  10. დეზირე დუე - მილიონი ევრო (19 წლის, "რენი"დან "პსჟ"-ში)

სხვა სტატიები