ლუის დიასი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს
მიუნხენის ბაიერნის კოლუმბიელი ფეხბურთელი, ლუის დიასი პარი სენ-ჟერმენთან მიღებული წითელი ბარათის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, ინფორმაციას Sport Bild ავრცელებს. ის 26 ნოემბერს არსენალთან შეხვედრას გამოტოვებს, ასევე არ ითამაშებს 9 დეკემბერს სპორტინგის წინააღმდეგ და ბოლო შეხვედრას, სადაც ლუის დიასი არ ითამაშებს 22 იანვარს უნიონ სენ-ჟილთან იქნება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელმა პსჟ-სთან დაპირისპირება ბრწყინვალედ დაიწყო, დიასმა ჯერ მე-4 წუთზე გაიტანა, შემდეგ 32-ზე და დუბლი შეასრულა, მაგრამ ტაიმის მუწურულს აშრაფ ჰაკიმის წინააღმდეგ ძალიან იუხეშა და მატჩის არბიტრმა მას პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.
აღნიშნული ეპიზოდი ჰაკიმისთვის ცუდად დასრულდა, მან მარცხენა ფეხი დაიზიანა და მას შემდეგ არ უთამაშია. სხვადასხვა წყაროს ცნობით მაროკოელი ფეხბურთელი მოედანს კიდევ მინიმუმ 1 თვე ვერ დაუბრუნდება.
UEFA has suspended Luis Diaz (28) for three matches following his red card against Paris Saint-Germain!
— Christian Falk (@cfbayern) November 21, 2025
❇️ FC Bayern had expected the mandatory one-match ban
❇️ FC Bayern has requested the written justification of the ruling from UEFA in order to appeal the decision pic.twitter.com/uG5bilZrJ9