Belive

ლუის დე ლა ფუენტე: "კონტრაქტს ჯერ არ მთავაზობენ, თორემ ხელს უკვე მოვაწერდი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ, ესპანურ რადიო შოუში (El Larguero) მისი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

მწვრთნელმა, რომელმაც ესპანეთს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა, უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ ნაკრები მას ჯერ ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს, აქამდე არსებულს კი ვადა დეკემბერში გასდის.

არ მჯერა, რომ ევროპის ჩემპიონი მწვრთნელის წელიწადის ამ დროს კონტრაქტის გარეშე ყოფნა ნორმალურია. არ ვიცი, იგივე მოხდებოდა თუ არა ლუის ენრიკესთან მიმართებით... მე მქონდა შემოთავაზებები - ეს ნორმალურია. რაც არ არის ნორმალური, არის ის, რომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი არის კონტრაქტის გარეშე... სწორი იქნებოდა, ახალ ხელშეკრულებაზე ხელი უკვე მოწერილი რომ მქონდეს - განაცხადა დე ლა ფუენტემ

ესპანეთი ერთა ლიგის მომდევნო 2 შეხვედრას სახლში - ჯერ დანიის, შემდეგ კი სერბეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ევროპის ჩემპიონები ჯგუფში 4 ქულით მეორე ადგილზე არიან,

სხვა სტატიები