ლუის დე ლა ფუენტე: "თავისუფლად შესაძლებელია, ეს ტურნირის ფინალი ყოფილიყო"
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში საფრანგეთთან შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის ძალებზე ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა მეტოქის საგოლე პოტენციალი შეაფასა, სათამაშო დისციპლინის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ორივე გუნდი იმსახურებს ტურნირის მთავარ მატჩში თამაშს.
"საფრანგეთი ახლა ბევრად უკეთესია, ვიდრე მაშინ, როცა მათ ბოლოს შევხვდით. ინდივიდუალურად გაიზარდნენ. კილიან მბაპე უფრო ძლიერია, უსმან დემბელეც უკეთეს ფორმაშია. როგორც გუნდი, ისინი დაიხვეწნენ, თუმცა ჩვენც უკეთესები გავხდით.
მანამდეც ვთქვი, რომ ეს მატჩი თავისუფლად შეიძლება ყოფილიყო ტურნირის ფინალი. თუმცა, მეორე ნახევარფინალიც, არგენტინასა და ინგლისს შორის, ასევე ფინალის ტოლფასია.
საფრანგეთი ძალიან დეტალურად შევისწავლეთ. ჩვენი მიზანია, მათ მოთამაშეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ მივცეთ, დავურღვიოთ კავშირები და მაქსიმალურად შევამციროთ მათი ძლიერი მხარეების გავლენა თამაშზე. ორივე საჯარიმოში მაქსიმალურად დისციპლინირებულები და გონიერები უნდა ვიყოთ. მეტოქეს იოლი შანსები არ უნდა ვაჩუქოთ", - ამბობს ლუის დე ლა ფუენტე.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საწყისი ნახევარფინალური მატჩი 14 ივლისს, არლინგტონში უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.