Belive

ლუის დე ლა ფუენტე: "იამალი ოქროს ბურთს არაერთხელ მოიგებს"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის დე ლა ფუენტე, დარწმუნებულია, რომ ლამინ იამალი, კარიერის განმავლობაში, ოქროს ბურთს არაერთხელ მოიგებს. თავად 65 წლის სპეციალისტს, ესპანეთის ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა. ცერემონიის დასრულების შემდეგ, Cadena Cope-თან ინტერვიუში, "ფურია როხას" დამრიგებელმა, საკუთარი ნაკრების ფეხბურთელის გამორჩეულ თვისებებზე ისაუბრა.

ლამინ იამალი ბევრ ოქროს ბურთს და ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებს, თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ის კიდევ ბევრ გუნდურ ტიტულსაც დაეუფლება. ვიცი, რომ მისთვის გუნდური წარმატება უფრო მნიშვნელოვანია. მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს. ყველამ კარგად ვიცით, თუ ვინ არის ის და რას წარმოადგენს. ვიცით, რა პოტენციალიც აქვს. რამდენად დიდი ფეხბურთელი და როგორი კარგი ადამიანია. - ლუის დე ლა ფუენტე

სხვა სტატიები