Belive

ლუჩიანო სპალეტი: "როცა მატჩის ბედის გადაწყვეტა შესაძლებელია, უკან არ უნდა ვიხევდეთ"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში მოვლენები საინტერესოდ წარიმართა. პირველ შეხვედრაში ხორვატია 0:3 დამარცხდა ესპანეთთან. იტალიამ კი ალბანეთს 2:1 მოუგო. უკანასკნელ შეხვედრაში ევროპის ჩემპიონატების რეკორდი დამყარდა. ალბანელმა ნედიმ ბაირამიმ იტალიელი მცველების შეცდომით ისარგებლა და მატჩის 23-ე წამზე გაიტანა, ამის შემდეგ ალბანეთისთვის სასიკეთო აღარაფერი მომხდარა, ბასტონიმ და ბარელამ 16 წუთში მოახერხეს თავისი ნაკრების წინ გაყვანა და ანგარიშიც აღარ შეცვლილა.

პრესკონფერენციაზე სპალეტის ბარელას შესახებ კითხვა დაუსვეს, რამაც სპეციალისტი გააღიზიანა. საქმე იმაშია, რომ ბარელას ტრავმა აწუხებდა და 2 ამხანაგური შეხვედრა გამოტოვა, კითხვა კი იმას ეხებოდა, რა მოხდებოდა ნიკოლო დღევანდელ შეხვედრაშიც რომ არ ყოფილიყო.

ბარელა? ეს არ არის ნაკრები, რომელსაც ერთი კონკრეტული მოთამაშის გარეშე თამაში არ შეუძლია, რადგან 26 ძლიერი ფეხბურთელი მყავს. არ არის კარგი იმის თქმა, რომ ჩვენ ვართ დამოკიდებული ერთ ინდივიდზე.

ბევრი კარგი რამ ვნახეთ, მაგრამ ამან სადღაც უნდა მიგვიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი უაზროა. ჩვენ გვქონდა უფრო სახიფათო მომენტების შექმნის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენეთ. შეტევაში გადასვლის ამბიცია როცა უნდა გვქონოდა, ძალიან ხშირად ვიხევდით უკან.

მეორე ტაიმში ისინი ცდილობდნენ "რაღაცის" შექმნას და ამ დროს, ნაცვლად იმისა რომ კონტრშეტევაზე მომენტები შეგვექმნა, უკან ვიხევდით. - განაცხადა ლუჩიანო სპალეტიმ

მომავალ ტურში ევრო 2024-ის ერთ-ერთი პირველი მშვენება შედგება. იტალიის ნაკრები ესპანეთს უნდა დაუპირისპირდეს და ეს ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება.

სხვა სტატიები