Belive

იულიან ნაგელსმანი: "ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ და გოლი დავიმსახურეთ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის A ჯგუფის ბოლო ტურში გერმანია შვეიცარიას დაუპირისპირდა. ნაგელსმანის გუნდს შოტლანდიასთან და უნგრეთთან 2 გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, შვეიცარიელები კი მატჩს 4 ქულით ხვდებოდნენ და მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავიდოდნენ ჯგუფიდან პირველი ადგილით. საქმე აქეთაც მიდიოდა, რადგან ტურნირის მასპინძლებმა არც ისე შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარეს, როგორც პირველ ორ ტურში, შვეიცარიელები თამაშს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დრომდე იგებდნენ, თუმცა შეცვლაზე შემოსულმა ნიკლას ფიულკრუგმა გოლის გატანა შეძლო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იულიან ნაგელსმანმა საკუთარი გუნდი მაინც შეაქო.

შვეიცარია დიდებული მეტოქე იყო და ჩვენ მათ წინააღმდეგ ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ. შემიძლია ვთქვა, რომ გოლი და ქულა დავიმსახურეთ. მატჩის წინ ვაანალიზებთ მეტოქეებს და სასტარტო შემადგენლობას ასე ვარჩევთ.

შესანიშნავია, როცა სათადარიგო სკამზე გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ფიულკრუგმა ისევ გაიტანა და მე ამით მოხარული ვარ, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. - განაცხადა იულიან ნაგელსმანმა

გერმანია ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, შვვეიცარია მეორეა, ხოლო უნგრეთმა მე-10 დამატებულ წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო და მესამე ადგილი დაიკავა. გერმანია პლეი ოფში C ჯგუფის მეორე ადგილზე გასულ ნაკრებს შეხვდება.

სხვა სტატიები