Belive

ივან ჰაშეკი: "საქართველოს უნდა შევუტიოთ"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევრო 2024-ის F ჯგუფში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში ხვალ, ჰამბურგში ჩატარდება. პირველ ტურში ორი დამარცხებული ნაკრები - საქართველო და ჩეხეთი ერთმანეთში გაარკვევენ უძლიერესს, ორივე გუნდი მოსაგებად ითამაშებს იმისთვის, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნონ. ჩეხების მწვრთნელმა, ივან ჰაშეკმა პორტუგალიასთან შეხვედრაც გაიხსენა და საქართველოზეც ისაუბრა.

პორტუგალიასთან სიმამაცე გვაკლდა. ბურთს არ ვიჩერებდით. არ ვიყავით საშიშები როცა წინ მივდიოდით, თუმცა დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ, საკუთარ თავს უფლება მივეცით, ძალიან ღრმად ვმდგარიყავით დაცვაში.

ხვალ წესით ორივე გუნდს უნდა სურდეს გამარჯვება. არამგონია საქართველომ დიდი სივრცეები დაგვიტოვოს და უკანმოუხედავად შეგვიტიოს, თუმცა მათ ჰყავთ 3-4 ისეთი ფეხბურთელი, რომლებიც შეტევაში ბოლომდე გარბიან და ჩვენ მათ განეიტრალებაზე უნდა ვიზრუნოთ.

საქრთველო-თურქეთის დეტალური ანალიზი მივიღეთ. ჩვენ უკვე გავაცანით რამდენიმე სქემა მოთამაშეებს და გვაქვს კიდევ ერთი ვიდეო. საქართველო თურქეთთან ბოლო წუთამდე თანაბრად თამაშობდა. მათ აქვთ უზარმაზარი შემტევი ხარისხი, როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურად.

მთავარი ვარკლვლავი კვარაცხელიაა, მაგრამ შეხედეთ მიქაუტაძეს - მან ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და საფრანგეთის ჩემპიონატის გუნდები მასზე ნადირობენ. მათ სივრცე არ უნდა მიიღონ, რადგან უმაღლესის ხარისხი აქვთ.

შორეული დარტყმების გარდა, მინდა საჯარიმოში ხშირად შევიდეთ, რადგან მათ კარში ვალენსიელი მამამრდაშვილი დგას და მისი კარის აღება მარტივი არ იქნება. ჩვენი პრიორიტეტი შეტევა იქნება და არა თავდაცვა. - განაცხადა ივან ჰაშეკმა

ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2 დამარცხდა, საქართველო კი თურქეთთან 1:3, ამიტომ ჯგუფის მესამე და მეოთხე ადგილოსნები ხვალ ერთმანეთს უშეღავათო ბრძოლას გაუმართავენ.

სხვა სტატიები