Belive

ლუჩიანო სპალეტი: "ნეაპოლო ეს შენთვისაა"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცოტა ხნის წინ დასრულდა "ნაპოლისა" და "უდინეზეს" შეხვედრა, რომელშიც ფრე დაფიქსრიდა. აღნიშნული შედეგი საკმარისი იყო იმისათვის, რომ სპალეტის გუნდს ჩემპიონობა გაენაღდებინა. მატჩის დასრულების შემდეგ, სწორედ ამაზე ისაუბრა იტალიელმა თავკაცმა.

"ვზეიმობ თუ არა? ის ხალხი, რომელიც ბევრს მუშაობს, ჩემს მსგავსად, გამარჯვებებითაც კი ბოლომდე ვერ ტკბებიან. ბედნიერება წარმავალი რამაა. ფეხბურთელები იზეიმებენ, მაგრამ მე უნდა ვიმუშაო.

ნეაპოლელი ხალხის სახეზე ღიმილის ხილვა ჩემთვის დიდი ემოციის მომგვრელია. ეს ის ხალხია, რომელთაგანაც დიდ ბედნიერებას ვიღებ. მადლობა ღმერთს, რომ ეს ხალხი გავაბედნიერე. ამ გამარჯვებით ისინი წამით მოსწყდებიან ყოველდღიურ პრობლემებს." - განაცხადა სპალეტიმ მატჩის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ შემდეგ შეხვედრას აწ უკვე იტალიის ჩემპიონი “ნაპოლი” 7 მაისს, საშინაო კედლებში, “ფიორენტინას” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები