Belive

"სერია A-ს გრანდები ვესტ ჰემის დონეზე არიან" - ჯორჯო კიელინი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლოს ანჯელესის" ცენტრალურმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ საკუთარი აზრი დააფიქსირა, თუ რატომ ვერ აღწევენ წარმატებას იტალიელი მოთამაშეები პრემიერ ლიგაში.

ინგლისში თამაში რთულია, რადგან ფიზიკურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესო ლიგაა. აქ ადაპტაცია ძალიან რთულია. ჯანლუკა სკამაკამ "სასუოლოში" მხოლოდ ერთი წელი ითამაშა და "ვესტ ჰემში" საკუთარი ადგილი ვერ იპოვა. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია, ცოტა მეტ დროსა და ნდობას იმსახურებს გუნდისგან, მაგრამ მესმის, რომ კლუბი ვერ დაელოდება, რადგან მოგება სჭირდებათ. სერია A-ს გრანდები "ვესტ ჰემის" დონეზე არიან. გინახავთ კრის სმოლინგი, ფიკაიო ტომორი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი? ისინი იტალიელ ფეხბურთელებზე სამჯერ ძლიერები არიან. პრემიერ ლიგის მოთამაშეებს ფიზიკური უპირატესობა აქვთ, რომლითაც მოწინააღმდეგის განადგურება შეუძლიათ. - განაცხადა კიელინიმ The Athletic-თან საუბრისას

მიმდინარე სეზონში კიელინიმ MLS-ის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ ერთი გოლის გატანა შეძლო. შეგახსენებთ, რომ ჯორჯოს კარიერის უდიდესი ნაწილი სერია A-ში "იუვენტუსის" რიგებში აქვს გატარებული. კიელინიმ "ბებერი ქალბატონის" მაისურით 561 შეხვედრა გამართა და 36 გოლთან ერთად 26 ასისტიც შეასრულა.

სხვა სტატიები