Belive

ჯანლუკა როკი: "გულწრფელ ბოდიშს ვიხდით კალულუს გაძევების გამო"

11 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

სერია A-ს მსაჯების ხელმძღვანელმა და თავად ყოფილმა მსაჯმა - ჯანლუკა როკიმ, პიერ კალულუს გაძევების გამო ბოდიში მოიხადა და ფედერიკო ლა პენიას მიერ შაბათს, ინტერსა ​​და იუვენტუსს შორის „დერბი დ’იტალიაზე“ დაშვებული შეცდომა აღიარა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ინტერისა და იუვენტუსის დაპირისპირების დროს, პიერ კალულუმ ყვითელი ბარათი მიიღო, აქედან მალევე კი მან ბასტონი ინტერის ნახევარზე წააქცია, რის გამოც მას ფედერიკო ლა პენიამ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

ამ ყველაფერს სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივრების აზრი ორად იყოფოდა - უმეტესობა თვლიდა, რომ ბასტონიმ ის მომენტი უაზროდ გააფორმა, მეორე მხარეს კი თვლიდნენ, რომ დარღვევა საკმარისი იყო იმისათვის, რომ მსაჯს მეორე ყვითელი ბარათი ეჩვენებინა.

მსაჯის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა ტურინის იუვენტუსის მწვრთნელი - ლუჩანო სპალეტი და ლეგენდარული ფეხბურთელი - ჯორჯო კიელინი, რომლებიც მატჩის დასრულების შემდეგ მთავარ მსაჯს გადასხდელთან დახვდნენ და მის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ჯანლუკა როკიმ, რომელიც ყოფილი მსაჯია და ამჟამად სერია A-ს მსაჯების ხელმძღვანელად მუშაობს, ამ ფაქტის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მატჩის მთავარი მსაჯი განადგურებულია. მის გვერდით ვართ, მაგრამ სიმართლეა ის, რომ შეცდომა მხოლოდ მას არ დაუშვია, რადგან გუშინ აშკარა სიმულაციაც ვიხილეთ.

ამ ინციდენტის გამო გულწრფელად ვწუხვართ. იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელცი აშკარად შეცდომა იყო და იმისათვისაც, რომ მის გამოსასწორებლად VAR-ის გამოყენება ვერ შევძელით..." - ჯანლუკა როკი

შეგახსენებთ, რომ „დერბი დ’იტალია" საბოლოოდ ინტერის გამარჯვებით დასრულდა (3:2), რითაც მილანურმა კლუბმა კიდევ უფრო მყარად გაიდგა ფესვები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

სხვა სტატიები