Belive

ორი მთავარი კანდიდატი შერჩეულია | ვინ განიხილება იტალიის ნაკრების მწვრთნელად?

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიურ ფეხბურთში ქაოსი გრძელდება. ზედიზედ მესამე მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვების და 2026 წლის მუნდიალის მიღმა დარჩენის შემდეგ, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ დაკავებული თანამდებობა დატოვა, ხოლო მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს და დელეგაციის ხელმძღვანელის, ჯანლუიჯი ბუფონის წასვლის შესახებ მედიაში აქტიურად საუბრობენ.

უკვე დასახელდნენ ის კანდიდატებიც, რომლებიც იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიციის დასაკავებლად განიხილებიან.

ამ მომენტისთვის არჩევანი ორ მთავარ კანდიდატზე, ნაპოლისა და მილანის გამოცდილ მთავარ მწვრთნელებზე, ანტონიო კონტესა და მასიმილიანო ალეგრიზეა შეჩერებული.

ანტონიო კონტეს იტალიის ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონია. ის გუნდს 2014-დან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშიც გაიყვანა.

სხვა სტატიები