ლოთარ მათეუსმა ბუნდესლიგის მომავალი სეზონის მთავარი ფავორიტი დაასახელა
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი, ბუნდესლიგის მომავალი სეზონის მთავარ ფავორიტად ,,ლევერკუზენს'' მიიჩნევს:
,,ახალ სეზონში ფავორიტი ლევერკუზენი იქნება! არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გუნდმა შარშან ჩემპიონატი წაუგებლად მოიგო, არამედ იმიტომ, რომ მათ ბაიერნთან, დორტმუნდთან და სხვა კლუბებთან შედარებით, აშკარა უპირატესობა აქვთ.
ხაბი ალონსო გუნდს უკვე 2 წელია წვრთნის, შემადგენლობა შეინარჩუნა და ტერიეს, ბელოსიანისა და გარსიას შეძენით კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა, არ ველოდები, რომ ლევერკუზენს ისევ ისეთი სრულყოფილი სეზონი ექნება.'' - ლოთარ მათეუსი
ბუნდესლიგის 2024-2025 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება. ,,ლევერკუზენი'', რომელიც მოქმედი ჩემპიონია, პირველი ტურის შეხვედრას ,,გლადბახთან'' სტუმრად გამართავს.