Belive

ბაიერნმა ბუნდესლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

2025 წლის ბოლო მატჩში ბაიერნმა ჰაიდენჰაიმს სტუმრად 4:0 მოუგო. ბუნდესლიგის 15 ტურის შემდეგ, მიუნხენური გრანდი 41 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან დორტმუნდს 9 ქულით უსწრებს.

ვენსან კომპანის გუნდი მთელი წლის განმავლობაში გამართულ ბუნდესლიგის 34-ვე ტურში ცხრილში პირველ ადგილს იკავებდა, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ასევე, საინტერესოა, რომ ბაიერნს 2025 წელს სტუმრად ბუნდესლიგის არცერთ შეხვედრაში არ წაუგია, რაც რეკორდმაისტერის ისტორიაში მესამედ მოხდა - ასეთი შედეგი მიუნხენელებმა 1986 და 2013 წლებშიც დააფიქსირეს.

ბაიერნი ბუნდესლიგის მომავალ მატჩს 11 იანვარს, ვოლფსბურგის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები