Belive

ლოთარ მათეუსი: "ოქროს ბურთს ვინისიუსს არ მივცემდი"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა, მომავალი ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა და საკუთარი ფავორიტები დაასახელა. მისი თქმით, ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობას არ იმსახურებს.

თუ ჭორები იმის შესახებ, რომ ვინისიუს ჟუნიორი ოქროს ბურთს მოიგებს, სიმართლეს შეესაბამება, ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი არ იქნება. ხმას აძლევენ მათ, ვინც გოლებს იტანენ და ყოველთვის უფრო მეტ ყურადღებას იპყრობენ, ვიდრე სხვები. მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგებით ბრაზილიელმა საფუძველი შექმნა, რომ ოქროს ბურთს იმსახურებს.

წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ჩემს პირად რეიტინგში ვინისიუსი მხოლოდ მესამე ადგილზე იქნებოდა. ჩემი აზრით, როდრიმ ოქროს ბურთი უფრო დაიმსახურა, ვიდრე ბრაზილიელმა. ის იყო ესპანეთის ნაკრების ტვინი და ლიდერი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი და "მანჩესტერ სიტისთან" ერთად პრემიერლიგაც მოიგო. მისმა გუნდებმა ეს ორი ტიტული ძლიერი თამაშის წყალობით მოიპოვეს, ამიტომ მას წლის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად ვთვლი.

მეორე ადგილზე მე ჯუდ ბელინგემს დავაყენებდი. ვინისიუსის მსგავსად, მან მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც იყო. მისი გოლების წყალობით ინგლისი ესპანეთთან ფინალში გავიდა და ევროზე მეორე ადგილი დაიკავა. - განაცხადა ლოთარ მათეუსმა

გუშინ, ესპანურმა გაზეთმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოქროს ბურთის მფლობელი ვინისიუსი გახდება და ბრაზილიელს ეს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

სხვა სტატიები