Belive

კარლო ანჩელოტი: 'ვინისიუსს ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა'

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ვინისიუს ჟუნიორის შესახებ ისაუბრა. იტალიელმა გაამხილა, რომ ნაკრებში მისმა შეგირდმა შენიშვნა დაიმსახურა.

სეზონის პირველ 'ელ კლასიკოში' (რეალი 2:1 ბარსელონა), ვინისიუსმა აგრესიული რეაქცია გამოავლინა მაშინ, როდესაც ხაბი ალონსომ ის როდრიგოთი შეცვალა, ფეხბურთელმა მწვრთნელთან ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

ვინისიუსსა და მე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. როდესაც რამე ხდება, ერთმანეთს ვუზიარებთ. მე ვესაუბრე მას ინციდენტისა და მისი რეაქციის შესახებ. ვუთხარი, რომ შეცდომა დაუშვა. მან ბოდიში მოიხადა და სულ ესაა.

ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და მას არანაირი პრობლემა არ აქვს მწვრთნელთან, არც ეროვნულ ნაკრებში და არც კლუბში. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას - მე არ ვარ მისი მამა ან ძმა. მე უბრალოდ მინდა მისი მწვრთნელი ვიყო. - განაცხადა კარლო ანჩელოტიმ

'პაპა კარლომ' ნოემბერში ჩანიშნული ამხანაგური შეხვედრებისთვის, ბრაზილიის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ვინისიუს ჟუნიორიც მოხვდა.

ბრაზილიის ნაკრები 15 ნოემბერს, ლონდონში, ემირეიტს-სტედიუმზე, სენეგალს შეხვდება, 18-ში კი ლილის სტადიონზე (საფრანგეთი) ტუნისს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები