კომპანის ახალი კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ბაიერნში 2029 წლის ჩათვლით დარჩება
მიუნხენის ბაიერნმა, 39 წლის ბელგიელ მთავარ მწვრთნელს - ვენსან კომპანის ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაუხანგრძლივა და იგი კლუბში 2029 წლის ჩათვლით დარჩება.
კომპანის 'რეკორდმაისტერთან' კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით აკავშირებდა, თუმცა ბაიერნის მესვეურები მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები არიან, რის გამოც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიდევ ახალი, 2-წლიანი კონტრაქტი გაეფორმებინათ.
Der 𝑩𝒐𝒔𝒔 bleibt❗
— FC Bayern München (@FCBayern) October 21, 2025
FC Bayern verlängert Vertrag mit Trainer Vincent Kompany bis 𝟮𝟬𝟮𝟵. ✍️ https://t.co/ZrNA778Lig#MiaSanMia #FCBayern #Kompany2029 pic.twitter.com/NTvRn4YZw4
"ეს არის ჩემი საყვარელი ზღაპარი. მადლობელი ვარ და დიდი პატივია. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქ გაცილებით დიდიხანია ვარ და კლუბს ძალიან კარგად ვიგრძნობ..." - ვენსან კომპანი
შეგახსენებთ, რომ კომპანის მიუნხენური გრანდი 2024 წელს ჩააბარეს, მას შემდეგ ბელგიელმა მწვრთნელმა კლუბი 67 თამაშში გაიყვანა, საიდანაც 49-ჯერ მოიგო, 9-ჯერ დამარცხდა და 9 მატჩი ფრედ დაასრულა.
მან სადებიუტო სეზონში ბაიერნთან ერთად გერმანიის ჩემპიონატი და გერმანიის სუპერ თასი მოიგო.