Belive

ლორიას გადასვლის შემდეგ მაგდებურგი კვლავ წაუგებელია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მატჩები გაიმართა. ჩემპიონატის 23-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" შინ "პადერბორნს" დაუპირისპირდა და ფრე 1:1 ითამაშა. მასპინძელთა კარს კვლავ ქართველი მეკარე იცავდა. აღსანიშნავია, რომ "მაგდებურგმა" ლორიას შეძენის შემდეგ 5 მატჩი ჩაატარა და არცერთი არ წააგო. "მაგდებურგი" ჩემპიონატის შემდეგ თამაშს პირველ მარტს "დუისბურგთან" სტუმრად გამართავს.  

სხვა სტატიები