,,ლომი ვარ და ადამიანებთან ერთად არ ვთამაშობ'' - ზლატანმა ოცნების შვიდეული დაასახელა
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი Kings League-ს მსოფლიო ჩემპიონატის პრეზიდენტად დასახელდა.
შვედმა სპეციალურად ამ ტურნირისთვის მისთვის იდეალური შვიდეული დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:
მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი
მცველები - ნესტა, ტიაგო სილვა
ნახევარმცველები - ხავი, ზიდანი, რონალდინიო
თავდამსხმელი - რონალდო
კითხვას - რატომ არ შეიყვანა საკუთარი თავი სიმბოლურ გუნდში, ზლატანმა უპასუხა:
,,მე ლომი ვარ და ადამიანებთან ერთად არ ვთამაშობ. მწვრთნელი და პრეზიდენტი ვიქნები და თუ ვინმე დაიღლება, ჩავანაცვლებ.''
Kings League-ს მსოფლიო ჩემპიონატი მექსიკაში გაიმართება. ტურნირი 26 მაისს დაიწყება და მასში მონაწილეობას 32 გუნდი მიიღებს.