,,ეს ფეხბურთის შეურაცხყოფა იქნება'' - ბუფონი მესისა და რონალდუს შედარებაზე
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონს, ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს:
,,მესი თუ რონალდუ? ამ ორიდან ერთის არჩევა ფეხბურთის შეურაცხყოფა და ერთ-ერთის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობა იქნება. ისინი ნამდვილი ჩემპიონები არიან, რომლებიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ბრწყინავდნენ.
საუკეთესოს დასახელება რომ მომიწიოს, ნამდვილად არ ვიცი, რომელი უნდა ავირჩიო, რადგან განსხვავებული მახასიათებლები აქვთ: კრიშტიანუ უფრო თავდამსხმელია, გოლების მანქანა, ლეო კი მისი თამაშიდან გამომდინარე, უფრო ფანტაზისტაა. ორივეს უდიდეს პატივს ვცემ.'' - ჯანლუიჯი ბუფონი