ლივერპულმა სალაჰის შემცვლელი იპოვა, მაგრამ ტრანსფერი ძვირი უჯდება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
32 წლის ეგვიპტელი ფეხბურთელი მოჰამედ სალაჰი დიდი ალბათობით "ლივერპულთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მერსისაიდულმა გუნდმა კი მისი შემცვლელი უკვე იპოვა, ამის შესახებ ინფორმაციას Bild აქვეყნებს.
წყაროს ცნობით "ლივერპული" აქტიურად ეძებს მის შემცვლელს და მოიძებნა კიდეც, მათი მთავარი სამიზნე გარემარბის პოზიციაზე ბორუსიას "დორტმუნდის" და ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ჯეიმი ბინო-გიტენსია. ამ ტრანსფერის ერთი პრობლემა არის ის, რომ გერმანული გუნდი დიდ თანხას ითხოვს, დაახლოებით 108 მილიონ დოლარს.