Belive

რატომ არ იქნება რაიან გრავენბერხი სეზონის გახსნით მატჩში?

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს პრემიერ ლიგის 2025/2026 წლების სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. მოქმედი ჩემპიონი ლივერპული, საკუთარ მოედანზე ბორნმუთს უმასპინძლებს. წითლებს დღეს ერთ-ერთი ლიდერი დააკლდებათ - რაიან გრავენბერხი თითქმის ყოველთვის იყო ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში (საჩემპიონო სეზონში).

box to box ტიპის ნახევარმცველმა 37 პრემიერლიგური მატჩი ჩაატარა, ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა და ასევე ცხრაჯერ ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. გრავენბერხი არ თამაშობს ლივერპულის სეზონის გახსნით მატჩში ბორნმუთის წინააღმდეგ, რადგან ის დისკვალიფიცირებულია.

ნიდერლანდელი მოედნიდან 2024-25 წლების სეზონის ბოლო თამაშში, კრისტალ პალასის წინააღმდეგ გააძევეს, მან დაიჩი კამადას წინააღმდეგ დარღვევისთვის წითელი ბარათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულის ვარსკვლავს, თამაშის დასაწყისში, სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა მიღებული, მსაჯმა დარენ ინგლენდმა კამადაზე მიღებული ჯარიმის შემდეგ პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა, რაც გამოწვეული იყო მისი სიმძიმით და იმით, რომ გრავენბერხი ბოლო მცველად ჩაითვალა.

გასული სეზონიდან გადმოყოლილი დისკვალიფიკაციის ვადა მხოლოდ ერთი თამაშია, ამიტომ გრავენბერხი 25 აგვისტოსთვის განაცხადში იქნება (მეორე ტური, ნიუკასლის წინააღმდეგ).

სხვა სტატიები