ოფიციალურად: ლივერპულის მეორე მეკარე ბრენტფორდში გადავიდა
ოფიციალურად, ირლანდიელმა მეკარემ კაოიმ კელეჰერმა ლივერპული დატოვა და ბრენტფორდში გადავიდა. მისი ტრანსფერი "ფუტკრებს" 15 მილიონი ევრო დაუჯდათ, მაგრამ ბონუსების ჩათვლით საბოლოო სატრანსფერო თანხაც გაიზრდება და 22 მილიონ ევრომდე მიაღწევს. ლივერპულის ყოფილმა მეკარემ ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება ორშაბათს უნდა გაიაროს.
კაოიმ კელეჰერის გაფორმებამდე, ბრენტფორდმა ნიდერლანდელი მარკ ფლეკენი 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ ლევერკუზენში გაყიდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი რატომაც დაჩქარდა ირლანდიელი მეკარის ტრანსფერი.
შეგახსენებთ, რომ კელეჰერი ლივერპულის სათადარიგო მეკარე იყო, რომელიც ალისონ ბეკერს ცვლიდა. როგორც უკვე მოგეხსენებათ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი მერსისაიდული კლუბის საკუთრებაა, მაგრამ იჯარით ვალენსიაში ასპარეზობდა. სეზონის ბოლოს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გიორგი ესპანეთში აღარ დარჩებოდა, მაგრამ უცნობია როგორ განვითარდება მამარდას კარიერა და სად ვიხილავთ უახლოეს პერიოდში ქართველ მეკარეს.
Caoimhín Kelleher 🤝 2030 pic.twitter.com/0ODCv7N5Cs
— Brentford FC (@BrentfordFC) June 3, 2025