ლივერპულმა Nike-თან რეკორდული ღირებულების კონტრაქტი გააფორმა
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Nike-თან კონტრაქტის გაფორმების შედეგად, "ლივერპული" ამერიკულ New Balance-ს ემშვიდობება, რომელიც "მერსისაიდელებს" 2015 წლიდან ასპონსორებდა.
ცნობილია, რომ "ლივერპული" ახალ სპონსორს 2018 წლის დეკემბრიდან ეძებდა. მოლაპარაკება adidas-თან და Puma-სთან გაიმართა, თუმცა ყველაფერი Nike-ის სასარგებლოდ გადაწყდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Nike-ი ჯორდან ჰენდერსონის, ჯეიმს მილნერისა და ნაბი კეიტას სპონსორია."ლივერპულის" სათამაშო ფორმა გუნდის ისტორიისა და იდენტობის ნაწილია. Nike-ი იზიარებს პროგრესთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებს და ველოდებით იმ დღეს, როდესაც ერთად დავიწყებთ მუშაობას და გულშემატკივარს ახალ, შესანიშნავ პროდუქციას შევთავაზებთ," განაცხადა "ლივერპულის" სპორტულმა დირექტორმა, ბილი ჰოგანმა.
კონტრაქტის თანახმად, ორ მხარეს შორის ოფიციალური ურთიერთობა 2020 წლის 1 ივნისს დაიწყება.
ყველაზე მსხვილი სასპონსორო ხელშეკრულებები ფეხბურთში
გუნდი | სპონსორი | კონტრაქტის ხანგრძლივობა | კონტრაქტის ღირებულება | წლიური თანხა (£) |
---|---|---|---|---|
ბარსელონა | Nike | 2018-28 | 1 მლრდ. | 100 მლნ. |
მადრიდის რეალი | adidas | 2015-25 | 980 მლნ. | 98 მლნ. |
ლივერპული | Nike | 2020-? | უცნობია | 80 მლნ. |
მანჩესტერ იუნაიტედი | adidas | 2015-25 | 750 მლნ. | 75 მლნ. |
მანჩესტერ სიტი | Puma | 2019-29 | 650 მლნ. | 65 მლნ. |
არსენალი | adidas | 2019-24 | 300 მლნ. | 60 მლნ. |
ჩელსი | Nike | 2017-32 | 900 მლნ. | 60 მლნ. |
იუვენტუსი | adidas | 2019-27 | 368 მლნ. | 46 მლნ. |
მიუნხენის ბაიერნი | adidas | 2015-30 | 637.5 მლნ. | 42.5 მლნ. |