ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აინტრახტთან მატჩში
"ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგას ფრანკფურტში, "აინტრახტთან" მატჩით დაუბრუნდა.
მერვედფინალური შეხვედრის პირველი 20 წუთი ნეაპოლელებმა არადამაჯერებლად ჩაატარეს, შემდეგ კი მატჩის სადავეები ხელთ იპყრეს და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 84 წუთი გაატარა და თავი ქუსლით გაკეთებული ულამაზესი საგოლე გადაცემით დაგვამახსოვრა, რომელიც გოლად დი ლორენცომ აქცია. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში კევინ ტრაპმა ქართველის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, ეს ხვიჩას ნეაპოლურ კარიერაში პირველი გაცუდებული პენალტია. ამის გარდა ქართველ შემტევს კიდე ორი კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა გერმანელთა მეკარე ორივეჯერ მოწოდების სიმაღლეზე იყო.
whoscored.com -ის ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯოვანი დი ლორენცო გახდა, მას შეფასებად 8.6 ერგო. 8.5 იყო კიმ მინ ჯაეს შეფასება, ხოლო ირვინგ ლოზანოს და ვიქტორ ოსიმენს შესაბამისად 8.4 და 8.1 ერგოთ.
ამ მხრივ პოპულარულ ვებსაიტს ხვიჩა ნამდვილად არ გამოურჩევია, მისი შეფასება 7.3 გახლავთ.
განმეორებითი მატჩი "დიეგო მარადონაზე" 16 მარტს გაიმართება