Belive

ოფიციალურად: პრემიერ ლიგა 30 აპრილამდე გადაიდო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალური ინფორმაციით, ინგლისში პროფესიონალური საფეხბურთო შეხვედრები 30 აპრილამდე არ გაიმართება.  პრემიერ ლიგის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: ჩვენი საერთო გადაწყვეტილებით, ინგლისში პროფესიონალურ დონეზე, საფეხბურთო მატჩი მინიმუმ 30 აპრილამდე არ გაიმართება. აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერ ლიგის მესვეურები 2019/20 წლების სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, ვალდებულებას იღებენ.
"კორონავირუსი ჯერჯერობით მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ფეხბურთელების, მწვრთნელების, სტადიონებისა და გუნდების თანამშრომლების, ასევე გულშემატკივრების ჯანმრთელობა ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ ვითვალისწინებთ მთავრობის რეკომენდაციებს და ვმუშაობთ ერთად, რათა არსებული სიტუაციიდან გამოსავალი ვიპოვოთ და სეზონის დასრულება მოვახერხოთ," აღნიშნულია განცხადებაში.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები