Belive

ლივერპულის განცხადება ჟოტას გარდაცვალების შესახებ

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა დიოგუ ჟოტას გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა და პორტუგალიელი ფეხბურთელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

,,ლივერპულს აცნობეს, რომ დიოგუ ჟოტა, ძმასთან - ანდრესთა ერთად, ესპანეთში ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა.

ჩვენი გუნდი ამ მომენტისთვის მეტ კომენტარს არ გააკეთებს და ვითხოვთ დიოგუს ოჯახის, მეგობრების, თანაგუნდელებისა და კლუბის პერსონალის პირადი ცხოვრების პატივისცემას.

ჟოტას ოჯახს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ!'' - წერია ლივერპულის განცხადებაში

დიოგუ ჟოტა ესპანეთში ავტოავარიას ემსხვერპლა, მასთან ერთად მისი 26 წლის ძმაც გარდაიცვალა.

პორტუგალიელის საფეხბურთო კარიერა 2014 წელს ფერეირაში დაიწყო. ლივერპულამდე 28 წლის შემტევი ატლეტიკოში, პორტუსა და ვულვზში თამაშობდა.

ჟოტას მერსისაიდელებთან ერთად პრემიერლიგა, ინგლისის თასი, ლიგის თასი და ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი კი ერთა ლიგის ორგზის ჩემპიონია.

სხვა სტატიები