"იუვენტუსი ყოველთვის ჩემს გულშია და დაბრუნება მინდა" - ფედერიკო კიეზა
ლივერპულის იტალიელმა ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ La Gazzetta dello Sport-თან გულახდილად ისაუბრა და აღიარა, რომ შესაძლოა თავის კარიერაში ყველაფერი შეიცვალოს. 28 წლის შემტევი სათამაშო დროის სიმცირის გამო ძალიან გულდაწყვეტილია და დიდი ალბათობით ის მერსისაიდულ კლუბს დატოვებს.
მე მინდა თამაში, თუ პრემიერ ლიგაში უწყვეტად არ ვიასპარეზებ, სხვა გუნდის პოვნა მომიწევს. ლივერპულში გადასვლიდან პირველ წელს თითქმის არ მითამაშია, ბოლოს კი ძალიან ცოტა სათამაშო დრო მომეცა.
აშშ-ში გუნდთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე წავალ, შემდეგ კი კლუბს და ახალ მწვრთნელს, ირაოლას დაველაპარაკები და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. - ფედერიკო კიეზა
შესაძლო მომავალ გუნდზე:
იუვენტუსი ყოველთვის ჩემს გულშია და დაბრუნება მინდა. იუვენტუსთან ფულზე არასდროს მისაუბრია და არც ვაპირებ. - ფედერიკო კიეზა
არნე სლოტთან და ლივერპულთან ურთიერთობაზე:
არნე სლოტმა მითხრა, რომ წასვლა არ შემეძლო. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩემთვის მთავარია სათამაშო დროა, რომელიც ძალიან ცოტა მაქვს. მინდა, რომ ძირითად შემადგენლობაში დავბრუნდე, მაგრამ ამისთვის სეზონში ათას წუთზე მეტი მაინც უნდა ვითამაშო, ასეთი მცირე თამაშით ვერაფერს მივაღწევ. - ფედერიკო კიეზა
Federico Chiesa is considering leaving Liverpool this summer in search of regular first-team minutes.
— The Athletic | Football (@TheAthleticFC) June 6, 2026
“I want to play and if I don’t find continuity in the Premier League I’ll need to find it elsewhere.”
📝 @greggevans40, @JamesHorncastle
More details — free to read ⬇️… pic.twitter.com/vv5Ky0peGO
ლივერპულში გადასვლიდან კიეზამ ორი სეზონის განმავლობაში სულ 1,253 წუთი ითამაშა.
იუვენტუსთან ერთად, ამ ზაფხულს კიეზათი დაინტერესებულნი არიან ატალანტა, მილანი, ინტერი და რომა.