Belive

ლივერპული პრე-სეზონს იწყებს - გიორგი მამარდაშვილი ძირითადში იქნება

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპული სეზონისწინა მოსამზადებელი მატჩებისთვის ემზადება, მერსისაიდული გუნდი რამდენიმე დღეა უკვე აშშ-ში ჩაფრინდა და სწორედ აღნიშნულ ადგილას გამართავს 5 შეხვედრას.

დღეს, პირველი ამხანაგური შეხვედრა ნეშვილში გაიმართება, თბილისის დროით 02:00 საათზე ლივერპული სანდერლენდს დაუპირისპირდება და არაერთი წყაროს ცნობით მერსისაიდელთა კარებს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

შემადგენლობა ასეთი იქნება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: ვირჯილ ვან დაიკი, ჯო გომესი, მილოშ კერკეზი, კურტის ჯონსი

ნახევარმცველები: ალექსის მაკ ალისტერი, რაიან გრავენბერხი, ჯერემი ფრიმპონგი, დომინიკ სობოსლაი, რიო ნგუმოა

თავდამსხმელი: კოდი გაკპო

ლივერპულის მომდევნო შეხვედრები ასე გამოიყურება:

30 ივლისი - ვრექსემი

3 აგვისტო - ლიდსი

9 აგვისტო - მონაკო

16 აგვისტო - კომო

სხვა სტატიები