ციმიკასმა კაპიტნის სამკლავური მოისროლა - კამათი სობოსლაის გადაწყვეტილების გამო
ნიუ-იორკში, „იანკი სტადიონზე“ გამართულ სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში, სადაც ლივერპულმა ვრექსემი 1:0 დაამარცხა, სობოსლაი საგოლე გადაცემის გაკეთების შემდეგ შეცვალეს. მატჩის მსვლელობისას, დომინიკ სობოსლაისა და კურტის ჯონსს შორის, სავარაუდოდ, კაპიტნის სამკლავურის გამო, მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოედნიდან გასვლისას, უნგრელმა ნახევარმცველმა კაპიტნის სამკლავური მოიხსნა და კოსტას ციმიკასს გადასცა, რომელიც თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთო. საფინალო სასტვენის შემდეგ სობოსლაი და ციმიკასი ჯონსთან ცხარე კამათში დაფიქსირდნენ.
ზუსტად უცნობია, რამ გამოიწვია ინციდენტი, ახალგაზრდა ინგლისელის ჟესტიკულაციიდან გამომდინარე, ბევრი გულშემატკივარი ვარაუდობს, რომ ჯონსის უკმაყოფილება სობოსლაის გადაწყვეტილებამ გამოიწვია - სამკლავური ციმიკასისთვის გადაეცათ.
ლივერპულის აკადემიის აღზრდილი ჯონსი სობოსლაისთან საუბრისას აშკარად აღელვებული ჩანდა, სანამ ვითარების განმუხტვას სხვა ფეხბურთელები შეეცდებოდნენ. მოგვიანებით, კამათში ციმიკასიც ჩაერია, რომელმაც სამკლავური გაბრაზებულმა მოისროლა მინდორზე.
გუნდი რამდენიმე მოთამაშემ დატოვა. შეიძლება ასაკით ყველაზე უფროსები არ ვართ, მაგრამ აქ უკვე დიდი ხანია ვთამაშობთ. ყველანი ერთ ნავში ვართ, კლუბისა და ერთმანეთისთვის საუკეთესო გვსურს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს კაპიტანი - ვირჯილ ვან დაიკი, ვისაც ყოველთვის ბოლომდე მივყვებით - სობოსლაის არაპირდაპირი პასუხი აღნიშნული კონფლიქტის შესახებ
ლივერპულის ამერიკული ტურნე კვირას, ჩიკაგოში, ლიდს იუნაიტედთან მატჩით დასრულდება. ამის შემდეგ „წითლები“ კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ მონაკოსა და კომოს წინააღმდეგ.
ვან დაიკი, სავარაუდოდ, ლივერპულის კაპიტნად დარჩება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ენდი რობერტსონი ამ ზაფხულს ტოტენჰემში წავიდა. (ამერიკულ ტურნეში ვან დაიკი არ იმყოფება).
The full story of Szoboszlai and Jones’ post-match argument. pic.twitter.com/I6tGeksjd9
— Jason·11 (@JasonYNWA0830) July 30, 2026