"ლივერპული ოთხეულში ვერ მოხვდება"- უილიამ გალასი
2 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"სადიო მანეს გარეშე, "ლივერპული" ოთხეულში ვერ შევა. მათ ყავთ ლუის დიასი, თუმცა კოლუმბიელს იგივე ქარიზმა არ აქვს, რაც აფრიკელს გააჩნია."გალასმა მისი ყოფილი კლუბების შანსებზეც ისაუბრა.
"ტოტენჰემი" კარგად გამოიყურება და კარგი მოთამაშეებიც ჰყავს. "ჩელსის" კი, ერთი პრობლემა აქვს, მათ არ ჰყავთ ნომინალური თავდამსხმელი. ამ ფაქტორმა, შესაძლოა დიდი როლი ითამაშოს გუნდის შედეგზე, რადგან მათ გოლების გატანა გაუჭირდებათ."ამავდროულად, გალასი თვლის, რომ "არსენალის" მთავარ მწვრთნელს მიკელ არტეტას თანამდებობიდან გათავისუფლება ემუქრება, თუ ის ვერ შეძლებს გუნდის ევროტურნირზე გაყვანას.
"მიკელს დიდი პრობლემები შეექმნება, თუ ისინი ოთხეულში ვერ მოხვდებიან. არტეტას ხელმძღვანელობამ მთავარ მიზნად ოთხეულში მოხვედრა დაუსახა, რაც ესპანელმა გასულ სეზონში ვერ მოახერხა. თუ "არსენალი" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს, წინ დიდი დრამები გველის. წესით მათ შესანიშნავი სეზონი უნდა ჰქონდეთ, დიდია შანსი, რომ პრემიერ ლიგა მოიგონ."