Belive

ლივერპული მარკო ასენსიოს დამატებას იანვარში გეგმავს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპული" იანვარში "რეალის" შემტევის მარკო ასენსიოს შეძენას შეეცდება. ტაკუმი მინამინოს, დივოკ ორიგისა და სადიო მანეს წასვლის შემდეგ, მერსისაიდელები შეტევის გაძლიერებას ცდილობენ და როგორც ჩანს, ესპანელი მათი მთავარი სამიზნე იქნება. მართალია, მათ ახალგაზრდა ურუგვაელი შემტევი დარვინ ნუნიესი დაიმატეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ინგლისელებს კიდევ ერთი ფეხბურთელი სჭირდებათ წინა ხაზში.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში მარკომ 12 გოლი გაიტანა და ანჩელოტიმ მას "არაჩვეულებრივი" უწოდა, ესპანელს მოედანზე სათამაშოდ ძალიან ცოტა დრო ეძლევა. აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ "ლოს ბლანკოსი" მზადაა მიიღოს შემოთავაზებები ასენსიოს თაობაზე. შეგახსენებთ, რომ 26 წლის ასენსიოს დედაქალაქურ კლუბთან კონტრაქტი 12 თვით აკავშირებს.

სხვა სტატიები