Belive

Relevo: "თუ მომავალ მატჩებში სასურველ შედეგს ვერ დააფიქსირებს, ანჩელოტის სახლში წასვლა მოუწევს"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ცნობილი ესპანური, კონკრეტულად კი მადრიდული სპორტული გამოცემა "Relevo"-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ მადრიდის "რეალი" მომავალი კვირების განმავლობაში სასურველ შედეგს ვერ დააფიქსირებს, ფლორენტინო პერესი მზად არის, რომ კლუბიდან კარლო ანჩელოტი დაითხოვოს.

ფაქტია, რომ კლუბს ბოლო პერიოდში რთული პერიოდი უდგას, ამის შესახებ კი ამ კლუბის ლეგენდებიც კი ალაპარაკდნენ. ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "მილანთან" მარცხის შემდეგ, "სამეფო კლუბის" ლეგენდამ და ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა - ზინედინ ზიდანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ბოლო წლების განმავლობაში, "რეალში" ასეთი მწვავე პრობლემები არ ახსოვს და "სამეფო კლუბმა" ამ სიტუაციიდან თავი რაც შეიძლება მალე უნდა დაიძვრინოს.

მადრიდის "რეალმა" ბოლო 3 მატჩში 9 გოლი გაუშვა, აქედან 2 მატჩი კი დათმო.

ჩემპიონთა ლიგაზე 4 ჩატარებული ტურის შემდეგ, "სამეფო კლუბის" ანგარიშზე 2 მოგება და მარცხია, ლა ლიგაში კი მადრიდელები 12 ტურის შემდეგ მეორე პოზიციაზე 24 ქულით იმყოფებიან, პირველ ადგილს კი "ბარსელონა" 33 ქულით იკავებს, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ "რეალს" 1 მატჩით ნაკლები აქვს ნათამაშები.

სხვა სტატიები