ლივერპული მამარდაშვილის ტრანსფერს სერიოზულად განიხილავს - რომანო მერსისაიდელთა გეგმაზე წერს
,,ლივერპული'' გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ,,მერსისაიდელები'' მზად არიან, ქართველი მეკარის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ, შემდეგ კი იჯარით გაუშვან.
მამარდას იჯარით რამდენიმე კლუბი, მათ შორის ,,ბორნმუთი'' ინტერესდება, თუმცა ყველაფერი ,,ლივერპულის'' გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. როგორც Relevo წერს, ასეთ პირობებზე თავად გიორგიც თანახმაა.
ლა ლიგის გასულ სეზონში მამარდაშვილმა ,,ვალენსიას'' მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 41 გოლი გაუშვა. 23 წლის მეკარემ კარი მშრალად 13-ჯერ შეინახა.
🚨🇬🇪 Liverpool are seriously considering opportunity to sign Giorgi Mamardashvili for fee in excess of €30m for Valencia and then loan him out.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 12, 2024
No final decision yet but talks continue, it’s up to Liverpool.
Georgian GK keen on move to #LFC with loan next, as @relevo reported. pic.twitter.com/HoUyKXjG24