Belive

ლივერპული ასტონ ვილასთან ისევ დანაკლისით ითამაშებს

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპული" ხვალ (23:30 სთ) პრემიერ ლიგის მომდევნო ტურის შეხვედრას "ასტონ ვილას" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩამდე "მერსისაიდული" გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფეხბურთელების მზადყოფნაზე ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდის დანაკლისზე გაამახვილა ყურადღება, მისი განცხადებით უნაი ემერის გუნდის წინააღმდეგ კოდი გაკპო და ჯო გომესი ვერ ითამაშებენ.

ვფიქრობ, ორივე (გაკპო და გომესი) ხვალისთვის მიუწვდომელია, კოდი ახლოსაა დაბრუნებასთან და ჯოს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ის გუნდს რამდენიმე კვირით ბარძაყის ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. ის (გომესი) ყველაფერს აკეთებს ტრავმის მოსაშუშებლად, დაბრუნდა კიდეც ("პლიმუთთან"), მაგრამ ტრავმამ ისევ შეაწუხა და მისი შეცვლა გახდა საჭირო.

ყოველთვის რთულია ასეთი ტრავმა ფეხბურთელისთვის, მაგრამ იმედია სეზონის ბოლო ეტაპზე გუნდს დაუბრუნდება - არნე სლოტი - "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები