Belive

"დავბრუნდები თუ არა?" - იურგენ კლოპი კარიერის შესაძლო განახლებაზე საუბრობს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, იურგენ კლოპი კარიერის შესაძლო განახლების შესახებ არსებულ ინფორმაციებზე საუბრობს. გერმანელი სპეციალისტის თქმით, ის მწვრთნელის საქმიანობას სავარაუდოდ აღარ დაუბრუნდება.

"ჩემზე ბევრად წარმატებული კარიერის მაგალითები არსებობს, მაგრამ მე ყველაფერი გამოვცადე. უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ყველაზე მეტჯერ წავაგე და შესაბამისად, ვიცი რას ნიშნავს მარცხი და როგორ ვიცხოვრო მასთან ერთად. არ მჭირდება ჩემი გამოცდილების საიდუმლოდ შენახვა. უბრალოდ არ მქონდა დრო, რომ ამაზე ხალხთან მესაუბრა, რადგან შემდეგი თამაშისთვის უნდა მოვმზადებულიყავი. ახლა, თუ ვინმე რამეს მკითხავს, ​​ყველაზე გახსნილი ადამიანი ვიქნები, ვისაც კი ვიცნობ.

ლივერპულის შემდეგ ვისვენებდი, სპორტით ვტკბებოდი და დროს შვილიშვილებთან ერთად ვატარებდი. ჩემს ჩვეულ საქმეს ვაკეთებდი და ვიაზრებდი, რომ ადრე თუ გვიან ისევ დავიწყებდი მუშაობას. ამავდროულად, ვიცოდი, რომ მწვრთნელი აღარ ვიქნებოდი. არასდროს? დიახ, ასე ვფიქრობ, მაგრამ უბრალოდ დანამდვილებით არ ვიცი.

ახლა 58 წლის ვარ, როცა 65 წლის ვიქნები, არ მინდა ყველამ თქვას: "კი მაგრამ, შენ ხომ მწვრთნელობას აღარ აპირებდი?" ბოდიში, მაგრამ მაშინ ასე ვფიქრობდი", - ამბობს იურგენ კლოპი.

ამ ეტაპზე, იურგენ კლოპი რედ ბულის გუნდების გლობალურ საფეხბურთო დირექტორად მუშაობს.

სხვა სტატიები