Belive

ლივერპული 17 წლის ბრაზილიელ მეკარეს ყიდულობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" რიგებს კიდევ ერთი ბრაზილიელი მეკარე შეუერთდება - მარსელო პიტალუგა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 17-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ამჟამად "ფლუმინენსეს" ღირსებას იცავს და კარიერას "ლივერპულის" ახალგაზრდულ გუნდში გააგრძელებს. ცნობილია, რომ "ლივერპული" ახალგაზრდა მეკარის სანაცვლოდ £2 მილიონს გადაიხდის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "ფლუმინენსეს" ახალგაზრდა მეკარე ისე დატოვებს, რომ ძირითად გუნდში 1 მატჩიც არ ჩაუტარებია.
"ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. დიდ მადლობას ვუხდი ფლუმინენსეს, ამ გუნდში 10 წელი მაქვს გატარებული, სადაც ფუტზალიდან მოყოლებული, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე", - აღნიშნა ახალგაზრდა მეკარემ.
პიტალუგას გერმანული პასპორტი აქვს, რაც მას 18 წლამდე ევროპულ გუნდში გადასვლის უფლებას აძლევს. ამჟამად მას ინგლისში ელოდებიან და სამედიცინო შემოწმების წარმატებით ჩავლის შემთხვევაში,  ბრაზილიელი "მერსისაიდელთა" რიგებს ოფიციალურად შეუერთდება.

სხვა სტატიები