კარიერაში პირველად - ლუის სუარესი ურუგვაის ჩემპიონია!
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ურუგვაის ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში, "ნასიონალისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა.
საჩემპიონო მატჩი "ნასიონალის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. 35 წლის ლუის სუარესმა კი დუბლით შეძლო თავის გამოჩენა და "ნასიონალის" ტრიუმფში ლომის წილი დაიდო.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, სუარესი პირველად გახდა ურუგვაის ჩემპიონი - "ნასიონალმა" კი 49-ე საჩემპიონო ტიტული მოიპოვა.