ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეროვნული გუნდების საუკეთესო მწვრთნელთა ათეული დაასახელა.
დეკადის გამორჩეულ სპეციალისტად იოაჰიმ ლიოვი აღიარეს, რომელმაც გერმანიის ნაკრებთან ერთად, 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი, ხოლო 2017-ში კონფედერაციის თასი მოიგო.
მეორე ადგილზეა საფრანგეთის ეროვნული გუნდის თავკაცი დიდიე დეშამი იმყოფება. ფრანგმა 2016 წელს საკუთარი სამშობლო ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, ხოლო 2 წლის შემდეგ მუნდიალის მოგებაც მოახერხა. სამეულს ტიტე ასრულებს - ბრაზილიელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდთან ერთად კოპა ამერიკას მოქმედი ჩემპიონია.
ბოლო ათწლეულის სანაკრებო მწვრთნელთა საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. იოახიმ ლიოვი ( გერმანია)2. დიდიე დეშამი (საფრანგეთი)3. ტიტე (ბრაზილია)4. ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი)5. ფერნანდო სანტუში (პორტუგალია)6. ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)7. რობერტო მარტინესი (ბელგია)9. მარკ ვილმოტსი (ბელგია)10. გარეთ საუთგეიტი (ინგლისი)