Belive

ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუტგეიტმა, ევროპის ჩემპიონატის წინ, გაფართოებულ განაცხადში, 33 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის სამი დებიუტანტია.

შემადგენლობის მიღმა დარჩა მარკუს რაშფორდი - ,,იუნაიტედის'' შემტევი, ევრო 2024-ს გამოტოვებს.

  • მეკარეები: ჯორდან პიკფორდი, დინ ჰენდერსონი, აარონ რამსდეილი, ჯეიმს ტრაფორდი.

  • მცველები: ჯო გომესი, ჯარელ კუანსა, ჯარედ ბრანთვეიტი, ლიუის დანკი, მარკ გეჰი, ეზრი კონსა, ლუკ შოუ, ჰარი მაგუაიერი, კირან ტრიპიერი, კაილ უოკერი, ჯონ სტოუნსი.

  • ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი, დეკლან რაისი, კობი მაინუ, კონორ გალაჰერი, კერტის ჯონდი, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდი, ადამ უორტონი.

  • თავდამსხმელები: ჰარი კეინი, ოლი უოტკინსი, აივენ ტოუნი, ჯეკ გრილიში, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, ენტონი გორდონი, ებერეჩი ეზე, ჯაროდ ბოუენი, ჯეიმს მედისონი, კოულ პალმერი.

საუთგეიტმა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 14 ივნისს დაიწყება, 26-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

ინგლისელები ევრო 2024-ის C ჯგუფში სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებენ და პირველ მატჩს 16 ივნისს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები