ლიონის ფრე რეიმსთან | გიორგი მიქაუტაძის შეფასება
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურის შეხვედრაში "ლიონი" "რეიმსს" შეხვდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 38 წუთზე რაიან შერკიმ გაიტანა, 55-ე წუთზე ანგარიში უმარ დიაკიტემ გაათანაბრა.
გიორგი მიქაუტაძე შეხვედრაში 79-ე წუთზე ჩაერთო, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.7 შეფასება დაუწერა, მას 3-ჯერ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და 2 წარმატებული გამოდგა, ბურთს 11-ჯერ შეეხო, 6 გადაცემა შეასრულა და ყველა ზუსტი იყო, 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ორში გამარჯვებული დარჩა.
🔚 C'est terminé au Stade Auguste Delaune.
— Olympique Lyonnais (@OL) November 23, 2024
Nos Gones partagent les points avec le Stade de Reims ce soir 🤝
1-1 #SDROL pic.twitter.com/WKR38Lcv2u
"ლიონი" ლიგა 1-ის ცხრილში 19 ქულით მე-5 პოზიციაზეა (5 მოგება, 4 ფრე, 3 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ევროპა ლიგის ეგიდით ჩაატარებს, სადაც "ყარაბახს" დაუპირისპირდება, მატჩი 28 ნოემბერს 21:45 საათზე გაიმართება.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს.