Belive

ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითებასთან ძალიან ახლოსაა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფრანგული გრანდი, გიორგი მიქაუტაძის გუნდი "ლიონი" დროებით ლიგა 2-ში დაქვეითდება, მათ დაქვეითების გარდა ტრანსფერების გაკეთება აეკრძალებათ და ასევე მკაცრად იქნება კონტროლირებული ხელფასები. "ლიონს" მკაცრი სანქციები მართვის კონტროლის ეროვნული დირექტორატისგან (DNCG - Direction Nationale du Contrôle de Gestion) დაეკისრა. ასეთი შედეგი იმ მდგომარეობამ გამოიწვია, რომ ჯონ ტექსტორის დაქვემდებარებაში მყოფი კლუბის დავალიანება 458 მილიონი ევროდან 508 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე კლუბს ფლობს ("ბოტაფოგო", "ლიონი", "კრისტალ პალასი") DNCG-ს განუცხადა, რომ მას შეუძლია გაყიდოს მოთამაშეები სხვადასხვა კლუბიდან, ასევე 45% წილი პრემიერ ლიგის გუნდიდან, რათა ფინანსური მდგომარეობა დააბალანსოს.

საბოლოო მდგომარეობა კი ასეთია, თუ მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად არ გაუმჯობესდება, მათი ლიგა 2-ში დაქვეითების ამბავი გარდაუვალი იქნება.

სხვა სტატიები