ლიონმა პატრიკ კლუივერტის შვილი დაიმატა
ლიონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის ნიდერლანდელი მცველი, ფეხბურთის ლეგენდის, პატრიკ კლუივერტის ვაჟი, რუბენ კლუივერტი დაიმატა. ცენტრალური მცველი პორტუგალიური კასა პიადან გადმოვიდა და 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი.
რუბენი ჯასტინ კლუივერტის მსგავსად (ბორნმუთში) ევროპის ტოპ 5 ლიგაში ითამაშებს. მათი კიდევ ერთი ძმა, ქუინსი, ზეებურგის ღირსებას იცავს, ხოლო ყველაზე უმცროსი, შეინ კლუივერტი, ბარსელონას აკადემიაში იზრდება.
რუბენი ლიონის მეორე შენაძენია აფონსო მორეირას მოსვლის შემდეგ. კლუბი ძირითადად გაყიდვებსა და ხარჯების შემცირებაზეა ორიენტირებული, რათა ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის გუნდის რეორგანიზაცია მოახდინოს. გულშემატკივრები ბოლო დროს არსებული პრობლემების შემდეგ, უფრო სტაბილურ და წარმატებულ სეზონს იმედოვნებენ.
აიაქსის, ბარსელონასა და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, პატრიკ კლუივერტი, ამჟამად ინდონეზიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
R.Kluivert 🇳🇱
— Olympique Lyonnais (@OL) July 25, 2025
#21 🔴🔵
📸 @DamienLGphoto pic.twitter.com/tfNPlDW8zg