Belive

ლინეკერი: ,,ამბობენ, რომ ბუნდესლიგაში თამაში ადვილია, მაგრამ კეინი სიტისა და ლივერპულშიც ამდენ გოლს გაიტანდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ლინეკერმა, მიმდინარე სეზონში ჰარი კეინის თამაში შეაფასა:

,,კეინს ბოლო ტურში გატანილი 2 გოლის შემდეგ, უკვე იმაზე მეტი გოლი დაუგროვდა, ვიდრე ბუნდესლიგის გასული სეზონის ბომბარდირებს.

გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ მისი შედეგიანობა გაზრდილია, შემდეგ კი ამბობენ: ,,ამ ლიგაში თამაში ბევრად უფრო ადვილია.'' არა მგონია, რომ ეს ასე იყოს...

საქმე ისაა, რომ კეინი დომინანტურ გუნდში თამაშობს. ის სიტისა და ლივერპულშიც ასეთი შედეგიანი იქნებოდა.'' - გარი ლინეკერი

კეინი ,,ბაიერნში'' სუპერ სეზონს ატარებს - ინგლისელის ანგარიშზე ბუნდესლიგაში ჩატარებულ 11 შეხვედრაში 17 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

გარდა ამისა, 30 წლის ფორვარდმა ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

,,ბაიერნი'' მომავალ შეხვედრას 24 ნოემბერს, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ,,კიოლნთან'' სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები