Belive

მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული საფეხბურთო გამოცემის, BBC Sport - ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი, ჰარი კეინისთვის, კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. ამ საკითხზე, ახლო მომავალში, მხარეებს შორის, მოლაპარაკების დაწყებაა მოსალოდნელი. ინგლისელ ფეხბურთელს, რომელიც გერმანელთა რიგებს 2023 წელს შეუერთდა, "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.

გავრცელებული ცნობებით, ინგლისელით, ალ ჰილალი და ბარსელონა არიან დაინტერესებულნი, მაგრამ თავად კეინი, ბაიერნიდან წასვლას არ აპირებს. 2023 წლიდან მოყოლებული, კეინმა, ბაიერნის შემადგენლობაში, 94 შეხვედრა ჩაატარა და 98 გოლი გაიტანა. ამ სამი წლის განმავლობაში კი, ორჯერ ბუნდესლიგა (2025, 2026) და ერთხელ გერმანიის თასი (2026) მოიგო.

ჯერჯერობით, ზუსტად არაა ცნობილი თუ რამდენი ხნით გახანგრძლივდება ინგლისელის კონტრაქტი, მაგრამ ბაიერნში მიაჩნიათ, რომ კეინის შენარჩუნება, გუნდის წარმატებისთვის, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება. კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ახალ სეზონში, როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენელთა შედეგიანობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ჰარი კეინს კვლავ მნიშვნელოვანი როლი ექნება.

სხვა სტატიები