ლიგა 1-ის ხელფასები - ვინ რამდენს გამოიმუშავებს საფრანგეთის ჩემპიონატში?
ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა ლიგა 1-ის ფეხბურთელების ანაზღაურების შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა.
გასაკვირი არ არის, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოთამაშეებს შორის ,,პარი სენ ჟერმენის'' ფეხბურთელების აბსოლუტური დომინაციაა - რეიტინგის პირველი 12 წევრი სწორედ პარიზული კლუბიდანაა.
თვიური ხელფასით ლიგა 1-ში მე-6 ადგილს იკავებს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის ანაზღაურება 900 000 ევროა. ამ მხრივ ქართველი შემტევი ადგილს თანაგუნდელ ვიტინიასთან ერთად იყოფს, რომელიც თვეში ასევე 900 000 ევროს იღებს.
პირველ პოზიციაზე 1,5 მილიონი ევროთი უსმან დემბელეა, რომელიც მეორეადგილოსან მარკინიოსს 380 000 ევროთი უსწრებს. ხუთეულში, ასევე, ლუკას ერნანდესი, აშრაფ ჰაკიმი და უორენ ზაირ-ემერი მოხვდნენ.
L'Equipe-ს ცნობით, ,,ლიონში'' თვეში 280 000 ევროს გამოიმუშავებს გიორგი მიქაუტაძე (მე-7 გუნდში), ,,სენტ ეტიენში'' კი ზურიკო დავითაშვილის თვიური ხელფასი 60 000 ევროა (მე-3 გუნდში).
ლიგა 1-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი (მოცემულია თვიური ხელფასები):
უსმან დემბელე - 1,5 მილიონი ევრო
მარკინიოსი - 1,12 მილიონი ევრო
ლუკას ერნანდესი - 1,1 მილიონი ევრო
აშრაფ ჰაკიმი - 1,1 მილიონი ევრო
უორენ ზაირ-ემერი - 950 000 ევრო
ვიტინია - 900 000 ევრო
ხვიჩა კვარაცხელია - 900 000 ევრო
ჯანლუიჯი დონარუმა - 849 500 ევრო
ნუნუ მენდეში - 800 000 ევრო
კიმპემბე - 640 000 ევრო
Il y a un an, Kylian Mbappé était seul sur sa planète, avec un salaire brut estimé à 6 millions d'euros par mois. Parti au Real Madrid, il laisse la première place de Ligue 1 à Ousmane Dembélé.
— L'ÉQUIPE (@lequipe) March 25, 2025
Les salaires de la Ligue 1 2025 > https://t.co/qXUSD8ZJq7 pic.twitter.com/yEdkpMKj97