Belive

ლიგა 1-ის ფასები განახლდა - კვარა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია!

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფეხბურთო სეზონის დასრულების შემდეგ, transfermarkt-მა სატრანსფერო ღირებულებები განაახლა, სადაც არაერთი სიახლეა.

ალბათ არ იქნება გასაკვირი, თუ გეტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული 10 ფეხბურთელიდან, ათივე პსჟ-ს ღირსებას იცავს, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, უსმან დემბელე და დეზირე დუა არიან, რომელთა ღირებულებაც €90 მილიონია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს სატრანსფერო ღირებულებები გაიზარდა. კვარას ფასი 10 მილიონით მოიმატა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს, მიქაუტაძეს კი 2 მილიონი მოემატა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონს შეადგენს, რომლითაც ლიგა 1-ში 42-ე პოზიციას იკავებს.

გთავაზობთ TOP 10

  1. ხვიჩა კვარაცხელია - 90 მილიონი

  2. დეზირე დუე - 90 მილიონი

  3. უსმან დემბელე - €90 მილიონი

  4. ჟოან ნევეში - €80 მილიონი

  5. ვიტინია - €80 მილიონი

  6. აჩრაფ ჰაკიმი - €80 მილიონი

  7. ბრედლი ბარკოლა - €70 მილიონი

  8. ნუნო მენდეში - €70 მილიონი

  9. უილიან პაჩო - €65 მილიონი

  10. უორენ ზაირ-ემერი - €55 მილიონი

აქვე შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო ღირებულება არ გაზრდილა და იგი €10 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

სხვა სტატიები