Belive

საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა ბაჰრეინთან

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულის ამხანაგური მატჩების ციკლში, საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე ბაჰრეინს უმასპინძლებს. მწვრთნელმა ბაჰრეინთან შემდეგი 11 კაცი შეარჩია - შემადგენლობა:

მეკარე: გუგეშაშვილი

მცველები: გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, ბერიაშვილი, ლობჟანიძე

ნახევარმცველები: კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ხარებაშვილი, ეგოიანი

თავდამსხმელები: კვარაცხელია, ქვილითაია

ხვიჩა კვარაცხელია, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, რუმინეთთან მოედანზე არ გამოჩენილა, დღეს კი ძირითადში იწყებს. გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა მწვრთნელმა მისი დასვენება გადაწყვიტა.

სხვა სტატიები