Belive

ლიდერული თვისებები და შთამბეჭდავი მატჩი - ვინ არის 18 წლის აიუბ ბუადი?!

8 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

აიუბ ბუადი - 18 წლის ბიჭი, რომელმაც გუშინ ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში ნამდვილი ფურორი მოახდინა, საფრანგეთის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინაც კი, ჯერ კიდევ უცნობი გახლდათ, თუ რომელი ქვეყნის პირველ გუნდს აირჩევდა ახალგაზრდა ვარსკვლავი. დღეს კი ბევრი სწორედ დიდიე დეშამს ადანაშაულებს იმაში, რომ მან ეს ნიჭიერი ნახევარმცველი საფრანგეთის ნაკრებში დროულად არ გამოიძახა.

რამდენიმე თვის წინ მასზე დიდი დეშამმა ისაუბრა.

„მას არჩევანის სრული თავისუფლება აქვს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მის თამაშს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ საფრანგეთის ნაკრების ნახევარდაცვაში კოლოსალური კონკურენციაა“. - დიდიე დეშამი

დეშამის ამ განცხადებიდან მალევე ოფიციალურად დადასტურდა, რომ 18 წლის ბიჭმა არჩევანი მაროკოს სასარგებლოდ გააკეთა და, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადშიც მომენტალურად მოხვდა. როგორც ჩანს, ფრანგების ამპარტავნობამ და ყოყმანმა მაროკოელებს უდიდესი საჩუქარი გაუკეთა.

ბუადმა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ მის სადებიუტო მუნდიალზე საოცარი მატჩი ჩაატარა, მის თამაშს კი სპორტულ მედიაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე დაიწერა, რომ მასზე ნადირობა არაერათმა გრანდმა დაიწყო.

18 წლის ფრანგული და მაროკოული ფესვების ბიჭმა, კარიერა ლილში დაიწყო და ახლაც სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავს. მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა, თუმცა თუ მან ისე გააგრძელა თამაში, როგორი პერფორმანსიც ბრაზილიის ნაკრებთან ჰქონდა, ცხადია, რომ მისი სატრანსფერო ფასი გაიზრდება და მას სექტემბრიდან ლილში აღარავინ დატოვებს.

ბუადის საფრანგეთის 16, 17, 18, 20 და 21-წლამდელთა გუნდებში აქვს ნათამაშები, მაროკოს ნაკრებში კი ბრაზილიას წინააღმდეგ სულ მეოთხე მატჩი ჩაატარა.

სხვა სტატიები