Belive

ჰაკიმიმ აფრიკული ფეხბურთის ისტორია დაწერა | ყველაზე მეტი მატჩი მუნდიალებზე

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ეროვნული ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავმა, აშრაფ ჰაკიმიმ, მსოფლიო ჩემპიონატზე ახალი აფრიკული საფეხბურთო ისტორია დაწერა. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართული დღევანდელი მატჩი 27 წლის მცველისთვის მუნდიალებზე რიგით მე-12 აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის მქონე აფრიკელი ფეხბურთელი გახდა.

ჰაკიმიმ უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდარული აფრიკელი მოთამაშეები, როგორებიც კამერუნელი, ფრანსუა ომამ-ბიიკი და განელი - ასამუა გიანი არიან, რომელთა ანგარიშზეც მუნდიალებზე 11-11 შეხვედრა იყო.

მაროკოელი ვარსკვლავისთვის ეს უკვე მესამე მსოფლიო ჩემპიონატია. მან ამ დიდ სცენაზე დებიუტი ჯერ კიდევ 2018 წელს, რუსეთში ჩაატარა, 2022 წელს ყატარში კი ნაკრებთან ერთად ისტორიული ნახევარფინალური მატჩი ითამაშა.

საინტერესოა, რომ აშრაფ ჰაკიმი მაროკოს მთავარ გუნდში 2016 წლიდან, სულ რაღაც 17 წლის ასაკიდან თამაშობს (დებიუტი კანადის წინააღმდეგ ჰქონდა). 10 წლის განმავლობაში მან ნაკრების შეუცვლელ ლიდერად და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად ჩამოყალიბება მოასწრო.

ჰაკიმის მაროკოს ეროვნულ ნაკრებში უკვე 98 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 11 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები